ჯონ კერი ავღანეთის პრეზიდენტს ესაუბრა თალიბანთან მოლაპარაკების საკითხზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ესაუბრა თალიბანთან მოლაპარაკების საკითხზე უთანხმოების მოსაგვარებლად. კარზაი ოთხშაბათს დაიმუქრა თალიბანთან აშშ-ის მოლაპარაკების ბოიკოტით და განაცხადა, რომ წყვეტს ვაშინტონთან მოლაპარაკებას შეთანხმებაზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს ამერიკა-ავღანეთის ურთიერთობა 2014 წლის შემდეგ. კარზაის ადმინისტრაციის უკმაყოფილება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ სამშაბათს თალიბანმა ყატარში გახსნა ოფისი, რომლისთვისაც იყენებს სახელწოდებას „ავღანეთის ...ოკუპანტებმა თემურ გიგაური გაათავისუფლეს

ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული თემურ გიგაური თავისუფალია. ოკუპანტებმა ის 29 მაისს აიყვანეს. როგორც ყოფილი მძევალი ყვება, ის აიძულეს, რომ ეღიარებინა საზღვრის გადაკვეთის ფაქტი, თუმცა გიგაური იხსენებს, რომ მას საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთია.
გიგაური ოკუპანტებმა ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს; ოჯახმა ეს თანხა ბანკიდან ისესხა. დაკავებულ ქართველთა შორის თემურ გიგაური პირველია, რომელიც ცხინვალის ციხეში სასტიკ მოპყრობაზე საუბრობს.
ალასანია სკანდალური ვიდოების შესახებ

სამეგრელოში აღმოჩენილ ფარულ ჩანაწერებში ასახულ ძალადობას სისტემურ პრობლემად ახასიათებს თავდაცვის მინსტრი. ირაკლი ალასანია ფაქტების საფუძვლიანი გამოძიებისა და შესწავლის აუცილებლობაზე ლაპარაკობს.
`გამოძიების დეტალებზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთი, რისი შეფასებაც შემიძლია, რომ იქმნებოდა საქართველოში სადიზმის ინსტიტუტები და ჩემი აზრით, აუცილებელია, რომ სამაგილთოდ გასამართლდეს მთელი ეს პროცესი, ინსტიტუტები, რომელიც შეიქმნა ბოლო წლებში საქართველოში. არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ყველამ იცოდეს, როგორ ჩამოყალიბდა ეს ინსტიტუტები, რათა მომავალში მთელმა საზოგადოებამ მსგავსი სისტემის შექმნის პრევენცია მოახერხოს,`- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.


