ახალი ამბები

ლგბტ აქტივისტებმა შეურაცხყოფის ფაქტზე პროკურატურას მიმართეს

ორგანიზაცია “იდენტობის” გამგეობის თავმჯდომარე ელინა გლახაშვილი განცხადებით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, რათა დაიწყოს გამოძიება დღეს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული მსვლელობის მონაწილეების ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე.

თბილისში ლგბტ აქტივისტები სცემეს [Video]

დღეს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “იდენტობის” მი…

ძიძიგური: "ქართული ოცნების" რუსთავის ოფისის მეპატრონე პოლიციაში დაიბარეს

კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ზვიად ძიძიგურის თქმით, “ქართული ოცნების” რუსთავის ოფისის მეპატრონეს, მამუკა მატკავას პრობლემები შეექმნა.

ივანიშვილმა რუსული აქტივები თითქმის 1 მილიარდ დოლარად გაყიდა

ბიძინა ივანიშვილის დეველოპრეული აქტივების გაყიდვის თაობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმდა კომპანია “უნიკორსა” და “ბინ ჯგუფს” შორის. ამ ინფორმაციას კომპანია “უნიკორი” თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

ვის გადააბარებს მთავრობა პენსიების გაცემის სერვისს

2009 წელს გამოცხადებულ საპენსიო ტენდერში “ლიბერთი ბანკი” უალტერნატივო აღმოჩნდა. რამდენად თავისუფალი აღმოჩნდება პენსიით უზრუნველყოფის სეგმენტში ახალი სატენდერო პირობების გამოტანისას  შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოცუზრუნველყოფის სამინისტრო, პროგნოზირება რთულია.

ბოიკოტირება პარლამენტში რეგლამენტით დარეგულირდება

პარლამენტის ახალი რეგლამენტით დეპუტატების მხრიდან ბოიკოტირების საკითხი დარეგულირდება. საქართველოს 2008 წლის მოწვევის პარლამენტში უკვე მეოთხე წელია ბოიკოტის რეჟიმში არიან “ლეიბორისტები”, რომლებიც გასამრჯელოს იღებენ ბიუჯეტიდან იმ სამუშაოს გამო, რასაც ისინი, როგორც დეპუტატები, უნდა ასრულებდნენ.

რეგლამენტის დამრღვევი დეპუტატებისთვის სანქციები მსუბუქდება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვით, დეპუტატს რეგლამენტის დარღვევის გამო უმსუბუქდება სანქციები. კერძოდ, დეპუტატს, რომლის ნაცვლად სხვა მისცემს ხმას, ერთი თვის ხელფასი სრულად აღარ დაექვითება და მის გასამრჯელოს მხოლოდ 20% მოაკლდება.

სოფლებში კომპიუტერული ცენტრების თანამშრომლების შერჩევა დაიწყო

“კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების” პროექტის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი, რომლითაც შეირჩევიან კომპიუტერული ცენტრების თანამშრომლები.

პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები

საქართველოს პარლამენტმა, 109 ხმით ერთის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი.

მერაბიშვილი დახურულ შეხვედრებს მართავს "ნაციონალების" აქტივისტებთან [Audio/Video]

დღეს საქართველოს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ქუთაისში დახურულ შეხვედრებს მართავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივ აქტივისტებთან.