ახალი ამბები

"იდენტობა" მიმართავს მერაბიშვილს გამოიძიოს გუშინდელი ფაქტი

“იდენტობა” შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს საჩივრით მიმართავს.

შსს: სოსო მანჯავიძე გუშინდელი ჩხუბის გამო დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის ცნობით, წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი, სოსო მანჯავიძე, გუშინ, 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია–მსვლელობის მონაწილეებან ჩხუბის გამო დააკავეს და დააჯარიმეს.

ეროვნული შეფასებები არაქართულენოვან სკოლებშიც დაიწყო

პირველი ეროვნული შეფასება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართულენოვან საჯარო სკოლებში 2011 წლის დეკემბერში, მას შემდეგ ჩაატარა, რაც მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა მოსწავლეთა საერთაშორისო კვლევების მეთოდოლოგია უარყოფითად შეაფასა და განაცხადა, რომ დროა, საქართველო შიდა შეფასებებზე გადავიდეს.

რატომ სცემეს მსვლელობის მონაწილენი [Video]

დღეს, 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია–

სააკაშვილი აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმებს დაბრუნებას სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმებს შეხვდა და საქართველოში მომუშავე სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებად ქვეყანაში დაბრუნება შეთავაზა.

თბილისის სარეზერვო ფონდის 3 მილიონი ლარით გაზრდას მხარი ყველა დეპუტატმა დაუჭირა

იმის მიუხედავად, რომ საკრებულოს დღევანდელმა საგანგებო სხდომამ ცხარე კამათის ფონზე ჩაიარა, თბილისის სარეზერვო ფონდის 3 მილიონი ლარით გაზრდას მხარი ყველა დეპუტატმა დაუჭირა.

კონტროლის პალატის განცხადება "ქართული ოცნების" დაქირავებული კომპანიის დაჯარიმებაზე

“ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მოპოვებული მასალების შესწავლამ ცხადყო, რომ მთელ რიგ ოფისებში, მხოლოდ მინიმალური ხარჯების გათვალისწინებით, შპს „მენეჯმენტ სერვისის“  მიერ გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება პარტიების მხრიდან მრავალი თვის გადანაწილებით პოტენციურად მისაღებ შემოსავალსაც კი .”

პატრიარქის საიუბილეო კონცერტს პარიზში ივანიშვილი და ხელისუფლება აფინანსებენ

საქართველოდან 200-კაციანი დელეგაციის პარიზში გამგზავრებას, სადაც საქართველოს პატრიარქის მუსიკალური ნაწარმოებები უნდა შესრულდეს ილია II-ს აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცენტრზე, ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს ხელისუფლება აფინანსებენ.

ინტეგრირებული გამოცდა მასწავლებლებისთვის

არიან თუ არა არათანაბარ პირობებში მასწავლებლები, რომლებიც ინგლისურ ენასა და კომპიუტერში ინტეგრირებულ გამოცდას აბარებენ.

არასამთავრობოების განცხადება "ქომაგთან" დაკავშირებით

“მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას ამომრჩევლის მოსყიდვად, ვინაიდან მატერიალური ფასეულობების გადაცემა პოლიტიკური მიზნით წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე.”