ახალი ამბები

შატბერაშვილი: "საქართველოს რკინიგზის" დაპატრონება სააკაშვილის ბიძას სურს

შატბერაშვილი პროგნოზირებს, რომ “საქართველოს რკინიგზას” თემურ ალასანაიას დახმარებით ხელში რუსეთი ჩაიგდებს.

ეკონომიკის სამინისტრო: "რკინიგზის" საკონტროლო პაკეტი სახელმწიფო საკუთრებაში რჩება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო  ”საქართველოს რკინიგზის”  აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შესახებ ოფიცილურ განცხადებას ავრცელებს.

საშემოსავლო გადასახადის 2% კერძო საპენსიო ფონდში გადაირიცხება

“საგადასახადო კოდექსში” შესატანი ცვლილებების თანახმად, საშემოსავლო გადასახადი 2013 წლის შემდეგ 18%-ით  განისაზღვრება, იმ შემთხვევაში, თუ პირის დასაბეგრი შემოსავლის 2%, დაზოგვის სქემის შესაბამისად, მმართველ კომპანიაში ირიცხება.

ჯაბა ებანოიძე: „შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს კოდექსის ინტერპრეტაციის საშუალება აღარ ექნებათ“

შემოსავლების სამასხური და საქართველოს “საკანონმდებლო მაცნე” ერთობლივ პროექტს, სახელწოდებით „საქართველოს საგადასახადო კოდექსის განმარტებები“ ახორცელებს.

რუსეთიდან 188 მილიონი დოლარი „გაიქცა“

2012 წლის 3 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით განვითარებული ქვეყნებიდან დიდი რაოდენობის კაპიტალის გადინება დაფიქსირდა.

„ორთაჭალის ვარსკვლავი“ პროექტის დარღვევისთვის დაჯარიმდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, „ორთაჭალის ვარსკვლავის“ მშენებლობის ნებართვა ვადაგასულია.

რა საფრთხეს უქმნის პრეზიდენტის განცხადება კერძო საკუთრებას

„მესაკუთრე საფრთხეს იგრძნობს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი იტყვის: მოდით, ეს შენობა დავანგრიოთ და შესაბამისი კანონმდებლობა ვერ იქნება ბიზნესის დაცვის გარანტი“.

134 მილიონ ლარამდე ხარჯი პარლამენტის ახალი შენობისთვის [Photo]

ქუთაისში პარლამენტის მშენებლობის პროცესი საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. მშენებლობაზე დასაქმებულების თქმით, ისინი ადგილზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.

თბილისის მერია ზარალს ითვლის

თბილისში 12 მაისს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობა ამ დროსათვის ჯერ არ არის ცნობილი.

ბიძინა ივანიშვილმა "როსიისკი კრედიტი" გაყიდა

“უნუკორ” ჯგუფმა, კერძო ინვესტორებთან ბანკ “როსიისკი კრედიტის” გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.