ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციები კალმახელიძის გათავისუფლებას მოითხოვენ

საზოგადებრივი მოძრაობა “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, პატიმართა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ფონდი და მოძრაობა “არა” – პატიმრის, ზურაბ დელიანიძის გარდაცვალების გამო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

“თავისუფალი პრესის მხარდამჭერი ორგანიზაცია” კვლევის შედეგებს აქვეყნებს

“თავისუფალი პრესის მხარდამჭერმა ორგანიზაციამ”  “ბეჭდური მედიისა და სარეკლამო კომპანიების ურთიერთობის” შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.

“მე რეპორტიორი ვარ და არა – ჯაშუში”

“აქციის სახელი ბოლო წლების ტენდენციებზე მიანიშნებს, ხელისუფლება დევნის ჟუნალისტებს და ეს აქცია არის პროტესტი, რომლითაც მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა”, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა სახლის” წარმომადგენელმა ალეკო ცქიტიშვილმა.

კვლევამ თბილისში ყველაზე იაფი და ძვირი აფთიაქები გამოავლინა

“ილიაუნი ბიზნეს რევიუში” აცხადებენ, რომ “თუ “ყველაზე იაფ” აფთიაქში მომხმარებელი კველევაში დასახელებულ მედიკამენტებს შეიძენს, იგივე წამლების შეძენისას მომხმარებელი “ყველაზე ძვირ” აფთიაქში 62%-ით უფრო ძვირს გადაიხდის.”

მუნკის “კივილი” სოტბის აუქციონზე იყიდება

ცნობილი ნორვეგიელი მხატვრის ედვარდ მუნკის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სურათის “კივილი”  საწყისი ფასი სოტბის აუქციონზე 80 მილიონი აშშ დოლარია.

ელექტრონული წიგნები Windows 8 ოპერატიული სისტემით

Microsoft–მა 300– მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა ელექტრონული წიგნების მწარმოებელ კომპანია Barnes & Noble-ში - იუწყება  BBC.

Samsung–მა მობილური ტელეფონების ბაზარზე Nokia–ს გაასწრო

Samsung Electronics–ი მსოფლიოს უდიდესი მობილურების მწარმოებელი კომპანია გახდა. Samsung–მა, გაყიდული მობილური ტელეფონების რაოდენობით, Nokia–ს აჯობა და მსოფლიო პირველობა წაართვა, ნათქვამია BBC–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინოვაციური სათვალე Google-ისგან [Video]

Google-ი კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს თავაზობს მომხმარებლებს. ამჯერად კომპანიამ მრავალფუნქციური Google სათვალე გამოუშვა.

მედიამონიტორინგი ფილიპ დიმიტროვის შეფასებით

დღეს, 24 აპრილს თბილისი მარიოტში გამართულ მედიამონიტორინგის შედეგების პრეზენტაციაზე საქართველოში ევროკვშირის ელჩმა, პრეზენტაციის დაწყებამდე მედიისა და მედიამონიტორინგის მნიშვენელობის შესახებ ისაუბრა

"პირდაპირ რომ მეთქვა, ბისექსუალი ვარ” ….

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მიერ მომზადებული ჩრდილოვანი ანგარიში საქართველოში ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალების მრავალმხრივ პრობლემებს ეხება.