ახალი ამბები

ვაშაძე აზერბაიჯანელ კოლეგას დავით გარეჯის საკითხზე ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს შორის 17 მაისს სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ჯონ ბასი: სამწუხაროდ, ხალხი დაუპირისპირდა მშვიდობიან მსვლელობას

“მშვიდობიანი შეკრება – ხალხთა ჯგუფების შესაძლებლობა, შეიკრიბონ საჯარო ადგილას და გამოხატონ, დააფიქსირონ საკუთარი პოზიციები – დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ეს არის ასევე უმცირესობების უფლებები, მათ შორის სექსუალური უმცირესობათა წარმომადგენლების”, - აღნიშნა სოციალურ ქსელში ჯონ ბასმა.

“იდენტობა”: პატრულმა არ შეასრულა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება

პატრულმა არ შეასრულა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება და რეაგირება არ მოახდინა მსვლელობის მონაწილეთა მისამართით განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.

ავღანეთი, პაკისტანი და ახალი გამოწვევები ნატოს ჩიკაგოს სამიტზე

2012 წლის ჩიკაგოს სამიტზე ნატო იმ გამოწვევებზე იმსჯელებს, რის წინაშეც ალიანსი ავღანეთიდან კონტიგენტის გაყვანის შემდეგ აღმოჩნდება.

ხიდაშელი: სააკაშვილის გაჯიუტებას არგებენ ქვეყნის კონსტიტუციას

“ერთი წინადადებით რომ ეთქვათ, რომ საქართველოს კონსტიტუციით ბიძინა ივანიშვილს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა და დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. რად უნდოდათ ასე რომ გაირთულეს ცხოვრება და ამდენი პრობლემები შეიქმნეს?!” – აცხადებს თინა ხიდაშელი.

“სააკაშვილი მის მიერვე ინსპირირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას დაუპირისპირდა”

კოალიცია “ქართული ოცნების” პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით,  საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჟამინდელი საკონსტიტუციო ცვლილებებით დაუპირისპირდა მის მიერვე ინსპირირებულ 2010 წლის 15 ოქტომბრის  საკონსტიტუციო ცვლილებას.

New York Times: საქართველო შენდება, მაგრამ რის ხარჯზე

New York Times აქვეყნებს ჟურნალისტ ჰელი სვითლენდ ედვარდის სტატია–მოსაზრებას სათაურით “საქართველოს კონსტრუქცია”, რომელშიც სტატიის ავტორი, ადგილობრივი ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დასკვნაზე დაყრდნობით, ქვეყანაში ბოლო დროს ტურისტულ ზონებში მესაკუთრეებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ფაქტებს ეხება.

ახალი ცვლილებებით ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს

ივანიშვილმა 9 მაისს განაცხადა, რომ ბოლო 10 წელი საქართველოში არ უცხოვრია. აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარე, კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი “ნეტგაზეთთან” აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ეძლევა არსებული, პირველი მოსმენით მიღებული, შეცვლილი რედაქციით.

კუბლაშვილმა პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების ცვლილებები წარუდგინა

“კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ 2014 წლის პირველ იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება პირს, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში, არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე და დაბადებულია საქართველოში.”

სამხედრო ექსპერტები რეზერვის ახალ კონცეფციაზე

როგორ აფასებენ რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტს, რომელიც უშიშროების საბჭომ გასულ კვირას წარადგინა პარლამენტში, სამხედრო ექსპერტები?  ”ნეტგაზეთმა” ეს კითხვა ირაკლი ალადაშვილს და ირაკლი სესიაშვილს დაუსვა: