ახალი ამბები

რუსეთი აპირებს, გაააქტიუროს სირიის მთავრობის მხარდაჭერა

რუსეთი აპირებს, გაააქტიუროს სირიის მთავრობის მხარდაჭერა მაშინ, როცა დასავლეთის ქვეყნები სანქციებს უწესებენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს. რუსეთის გეგმაზე დღეს მოსკოვში გამოაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სირიისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ვალიდ ალ-მუალემთან და მოჰამად ჯავად ზარიფთან შეხვედრის შემდეგ. რუსეთი და ირანი სირიის მთავარ მოკავშირეებად ითვლებიან. ხუთშაბათს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 10 ადამიანს სირიის პრეზიდენტთან დაახლოებული პირებიდან. სანქციები…

გაერო: “ისლამურმა სახელმწიფომ” 230-ზე მეტი ადამიანი დახოცა ერაყის ქალაქ მოსულში

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ხელმძღვანელი, ზეიდ რაად ალ-ჰუსეინი აცხადებს, რომ ექსტრემისტების გაერთიანება “ისლამურმა სახელმწიფომ”, სულ ცოტა, 232 ადამიანი დახოცა ერაყის ქალაქ მოსულში. ოფისის პრესმდივნის განცხადებით, ექსტრემისტებს ათიათასობით ერაყელი სამოქალაქო პირი ჩაჰყავთ ამ ქალაქში, ცოცხალ ფარად მათ გამოსაყენებლად მაშინ, როცა ერაყის ჯარები და ქურთი მებრძოლები წინ მიიწევენ მოსულის დასაპყრობად. გაეროს მონაცემებით, ექსტრემისტებმა 19 ოქტომბერს დახოცეს 232 ადამიანი, რომელთაგან 190…

საქართველოში პირველად უვადოდ დაინიშნა 12 მოსამართლე

საქართველოს სასამართლოს ისტორიაში პირველად, უვადოდ დაინიშნა 12 მოსამართლე. უვადოდ მათ განწესებას კენჭი დღეს, 28 ოქტომბერს უყარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა. უვადოდ დანიშნული მოსამართლეები საპენსიო ასაკის მიღწევამდე იმუშავებენ თბილისის და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებსა და ბათუმის, გორის, სიღნაღის და ცაგერის სასამართლოებში.

პაკისტანში დააკავეს ოპოზიციონერი აქტივისტები და აკრძალეს დამონსტრაციები

პაკისტანში პოლიციამ დააკავა ოპოზიციის ლიდერის, იმრან ხანის ათობით მომხრე. ამას გარდა, აიკრძალა საჯარო შეკრებები, რასაც ისლამაბადში ოპოზიციის აქტივისტებთან შეტაკებები მოჰყვა. 27 ოქტომბრის საღამოს პაკისტანში ათობით ადამიანის დაკავების შემდეგ, ოპოზიციონერი იმრან ხანი გამოვიდა მოწოდებით, 28 ოქტომბერს მთელს პაკისტანში გაიმართოს საპროტესტო აქციები მიუხედავად დემონსტრაციების აკრძალვისა. მთავრობის განმარტებით, ორთვიანი აკრძალვა ეხება პოლიტიკურ თავყრილობებს დედაქალაქ ისლამაბადში და ახლოს მდებარე…

რუსეთში იმყოფებიან სირიელი და ირანელი მინისტრები, ალეპოში ინტენსიური ბრძოლის ფონზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვში შეხვდა სირიელ და ირანელ კოლეგებს სირიაში შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ. ლავროვის განმარტებით, 28 ოქტომბერს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ვალიდ მუალემთან და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფთან შეხვედრა არის “თანამოაზრეთა ძალისხმევა”, მოიფიქრონ სირიის კრიზისის “კონსტრუქციული მოგვარების გზა”. რუსეთი და ირანი სირიის მმართველი რეჟიმის მთავარი მოკავშირეები არიან. სირიელმა მინისტრმა ვალიდ მუალემმა ლავროვს სთხოვა,…

საქართველოში პირველად უვადოდ დაინიშნა 12 მოსამართლე

საქართველოს სასამართლოს ისტორიაში პირველად, უვადოდ დაინიშნა 12 მოსამართლე. უვადოდ მათ განწესებას კენჭი დღეს, 28 ოქტომბერს უყარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა. უვადოდ დანიშნული მოსამართლეები საპენსიო ასაკის მიღწევამდე იმუშავებენ თბილისის და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებსა და ბათუმის, გორის, სიღნაღის და ცაგერის სასამართლოებში.

გიორგი მღებრიშვილი: პოლიცია მობილიზებულია რათა არ დაუშვას რაიმე გართულება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, პოლიცია მობილიზებულია, რათა არ დაუშვას რაიმე გართულება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას. გიორგი მღებრიშვილის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებმაც აღიარეს, რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, 8 ოქტომბერს არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. „სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მეორე ტურიც ჩატარდება მშვიდ ვითარებაში და ჩვენ მოქალაქეებს მიეცემათ ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება“ – განუცხადა…

გიო თოიძე – ჯგუფი „წერილი“

28 ოქტომბერს „თავისუფლების დილის“ სტუმარი იყო მუსიკოსი, ჯგუფ „წერილის“ სოლისტი გია თოიძე. რა გზა გაიარა მუსიკოსმა 90-იანი წლებიდან დღემდე, როგორ შეიცვალა ამ პერიოდში ქართული მუსიკალური ანდერგრაუნდი და პროტესტის გამოხატვის ფორმები მუსიკაში – ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.

სტუმრად ჩვენს ეთერში: დათო სიხარულიძე

28 ოქტომბერს რადიო თავისუფლების “დილის საუბრების” სტუმარი იყო დათო სიხარულიძე, “საქართველოს ატლანტიკური საბჭოს” გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ნატოს 26-27 ოქტომბრის მინისტერიალზე, რომელზეც ნატოს თავდაცვის მინისტრებმა მიაღწიეს პროგრესს რიგ საკითხში, რომელიც უკავშირდება შეკავებისა და თავდაცვის სისტემის განმტკიცებას და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებთან ერთად გულისხმობს შავ ზღვაში ნატოს წარმომადგენლობის გაძლიერებას. ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე არაერთხელ აღინიშნა…

ევროკავშირმა საქართველოში დაიწყო ახალი პროგრამა

ევროკავშირმა საქართველოში დაიწყო ახალი პროგრამა, რომლის მიზანია დაეხმაროს საჯარო მმართველობის რეფორმას. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ 30 მილიონი ევროთი დაფინანსებული, სამწლიანი პროგრამა სრულად შეესაბამება ასოცირების შეთანხმებას და საქართველოს საჯარო მმართველობის ეროვნულ სტრატეგიას. რეფორმა აერთიანებს სახელმწიფო მმართველობის ისეთსფეროებს, როგორიცაა პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვა და ანგარიშვალდებულება, სახელმწიფო სერვისების მიწოდება,…